четверг, 1 сентября 2011 г.

კინოხელოვნება-ფილმი „დიდოსტატის მარჯვენა“.


1.     პროექტის სახელწოდება: კინოხელოვნება-ფილმი „დიდოსტატის მარჯვენა“.
2.     მთავარი იდეა: XI ს. არქიტექტურული ძეგლის სვეტიცხოველის აგების ისტორია, მასთან დაკავშირებული ლიტერატურული ნაწარმოები და კინოფილმი.
3.     პროექტის აქტუალობა: დღესაც აქტუალურია ის პრობლემები, რომლებიც იყო იმდროინდელ საქართველოში და კარგად არის აღწერილი ლიტერატურულ ნაწარმოებში და კინოფილმში.
4.     პროექტის მიზანი: სვეტიცხოველის აგების ისტორიის გაცნობა და ლეგენდა მისი აგების შესახებ; ფილმ „დიდოსტატის მარჯვენა“-ზე საუბარი; საუბარი ისტორიულ რომანზე „დიდოსტატის მარჯვენა“; ფილმში მონაწილე მსახიობების გაცნობა.
5.     მონაწილეთა ასაკი: III საფეხური X კლ.
6.     ხანგრძლივობა: II თვე.
7.     მოსალოდნელი შედეგები: დაეუფლებიან  კვლევა- ძიების უნარს; ისწავლიან კომპიუტერთან მუშაობას; ჩამოუყალიბდებათ ურთიერთთანამშრომლობა და პატივისცემა.
8.     პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა, კომპიუტერი, კინოფილმი „დიდოსტატის მარჯვენა“.
9.     პროექტის მსვლელობა: კლასს ვყოფ ჯგუფებად და ვაძლევ დავალებას: I.მოიძიონ ისტორიული ცნობები სვეტიცხოველის შესახებ; II.მოიძიონ ლეგენდა სვეტიცხოველის აგების შესახებ; III.ცნობების შეგროვება ისტორიული რომანის „დიდოსტატის მარჯვენას“ შესახებ; IV.კინოფილმ „დიდოსტატის მარჯვენა“-ზე ინფორმაციების მოძიება. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა ინფორმაციების შეჯერება. ცნო­­ბილია,  რომ X ს. დამლევსა და XI ს-ში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ქართულმა ხელოვნებამ. იმ დროიდან შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ბევრი უნიკალური ძეგლი, მათ შირის გიორგი I-ის მეფობის დროს აშენებულისვეტიცხოველი. სვეტიცხოველის აგების ისტორია დაკავშირებულია წმ. ნინოს შეოსვლასა და სვეტის სასწაულებრივ აღმართვასთან. წმ. ნინოს დროს ამ ადგილას სხვა ტაძარი იდგა. დღეს აქ XI ს-ის ნაგებობაა. სვეტიცხოვლის ამგებლის შესახებ სხვადასხვა გადმოცება არსებობს, რომელშიც ბთავარია ერთი ამბავი - სვეტიცხოველის ხუროთმოძღვარს უმიზეზოდ, შესა­ძლე­ბელია შურის გამო, მოკვეთეს მარჯვენა. ამასვე გვამცნობს ხალხური ლექსიც:
ხეკორძულას წყალი მისვამს,
მცხეთა ისე ამიგია,
დამიჭირეს, ხელი მომჭრეს,
რატომ კარგი აგიგია.
როგორც ცნობილია, ეს გადმოცემა დაუდო საფუძვლად XXს. მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ თავის რომანს „დიდოსტატის მარჯვენა“, სადაც საინტერესოდაა მოთხრობილი სვეტიცხოველის მშენებლობის შესახებ, ხოლო რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი „დიდოსტატის მარჯვენა“, სადაც კარგად არის ასახული XIს. საქართველოს კულტურული გარემო, სვეტაცხოველის მშენებლობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
ფილმში მონაწილეობენ ცნობილი ქართველი მსახიობები. მსახიობმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა შეასრულა მეფე გიორგი I როლი. იგი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დღემდე მოღვაწეობს. შესრულებული აქვს უამრავი როლი კინოსა და თეატრში.
კონსტანტინე არსაკიძის როლი შეასრულა თენგიზ არჩვაძემ. ისიც მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მან თეატრსა და კინოში მრავალი საინტერესო მხატვრული სახე შექმნა. ორივე მსახიობს ხანგრძლივი მოღვაწეობისათვის გაუხსნეს ვარსკვლავი. აკაკი ვასაძემ ფილმში ფარსმან სპარსი განასახიერა. მსახიობმა დაუვწყარი თეატრალური და კინოროლები შექმნა.
10.               საგნებთან/ესგ კავშირი: ქართული ლიტერატურა, ისტორია,
11.              პროექტის ხელმძღვანელი: ნანა შალიკაშვილი 
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nana.shalikashvili.@gmail.com 
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nanashalikashvili-nana.blogspot.com/



Комментариев нет:

Отправить комментарий